27 ივლისი, შაბათი, 2024
27 ივლისი, შაბათი, 2024

ნინო ფოჩხუა ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის უარზე-ბიძინა ივანიშვილმა ამ უარით ყველას დაგვანახა, რომ დასრულდა ქვეყანაში მონური მორჩილება და საქართველო დაადგა ნამდვილ დამოუკიდებლობის გზას

ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო`ბრაიენმა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სთხოვა შეხვედრა, რაზეც უარი მიიღო.

ექსპერტის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ამ უარით ყველას დაგვანახა, რომ დასრულდა ქვეყანაში მონური მორჩილება და საქართველო დაადგა ნამდვილ დამოუკიდებლობის გზას.

მისივე თქმით, უარს ალბათ თავისი მიზეზი აქვს, რასაც ალბათ სულ მალე გავიგებთ.

“ბიძინა ივანიშვილმა ამ უარით
ყველას დაგვანახა, რომ დასრულდა ქვეყანაში მონური მორჩილება და საქართველო დაადგა ნამდვილ დამოუკიდებლობის გზას.

აღშფოთებას ვერ მალავს ოპოზიცია და ენჯეო სექტორი, ეს როგორ გაბედა და ამერიკის დეპარტამენტის წარმომადგენელს უარი უთხრა შეხვედრაზეო, შიშით კანკალებენ.

დიახ, უარს ალბათ თავისი მიზეზი აქვს, რასაც ალბათ სულ მალე გავიგებთ. დაველოდოთ, ვნახოთ რა გზავნილით გვესტუმრება ო’ბრაიენი.”- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები