ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: რამდენიც არ უნდა იმართლონ თავი და მოიშველიონ რაღაც პროცედურული საკითხები, ისინი 09:00 საათზე იყვნენ პარლამენტში და ეს ადვილად დასტურდება მათივე ლაივებით

თუ ვინმეზეა სასაყვედურო, ეს არის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სრულიად უნიათოები და სრულიად სახე დაკარგულები არიან, როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში, ასევე ქუჩის აქციების რეალობაშიც, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ოპოზიციის განცხადებებს, იურიდიული კომიტეტის სხდომის ერთ წუთში დასრულების შესახებ.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები 09:00 საათზე იყვნენ პარლამენტში და ეს მათი ლაივებითაც დასტურდება. მანვე აღნიშნა, რომ ფაქტობრივად მთელ ამ დაორგანიზებულ რევოლუციურ სცენარში, ოპოზიცია ჩავარდნილი რგოლია.

„ფაქტობრივად მთელ ამ დაორგანიზებულ რევოლუციურ სცენარში, ოპოზიცია ჩავარდნილი რგოლია. მათ რამდენიც არ უნდა იმართლონ თავი და მოიშველიონ თითქოს რაღაც პროცედურული საკითხები, ისინი 09:00 საათზე იყვნენ პარლამენტში, ეს დასტურდება, მათ შორის მათივე ლაივებით. უბრალოდ ვერ მოახერხეს თუ არ მოახერხეს და არ შევიდნენ კომიტეტზე, შესაბამისად არ დაესწრნენ კომიტეტს“, – განაცხადა წილოსანმა

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე...

"ღამის კურიერში" სტუმრობისას, ლევან მაჭავარიანი კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამასთან...