ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა, რადგან მისი მეუღლე კორუფციაშია ეჭვმიტანილი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა, – ამის შესახებ BBC-ი წერს.

მედიის ცნობით, ამის მიზეზია სანჩესის მეუღლე ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი. შესაბამისმა უწყებამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან. ბეგონა გომესის წინააღმდეგ საჩივარი ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეიტანა. პედრო სანჩესი 29 აპრილს განაცხადებს, დატოვებს თუ არა პრემიერის თანამდებობას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი ზარქუა: დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს ევროკავშირის დიდ სახელმწიფოებში, არასწორი, უსამართლო...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, ევროკავშირის წევრ დიდ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებსა და ეკონომიკურ პრობლემებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არასწორი, უსამართლო და ორმაგი სტანდარტის...