“რომ კითხოთ, არა ყოველგვარ ძალადობასო, ტრანსგენდერს გული არ უნდა ვატკინოთო, ახალ წელს ცხოველები ხმაურით არ უნდა შევაწუხოთო, ქათმის ხორცი არ უნდა შევჭამოთო, კვერცხი არ უნდა გავტეხოთო და საქმე საქმეზე რომ მიდგება, თუ “მათიანმა” იძალადა, უფასო ადვოკატად დაუდგება იმ წუთშივე თითოეული მათგანი” – ზვიად ავალიანი ლიბერალ-ფაშისტებს ამხელს

პოლიტოლოგი და ტელეწამყვანი ზვიად ავალიანი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და ფსევდოლიბერალებს ამხელს.

“ასეთ მომენტებში ყველაზე კარგად ჩანს რომ ჩვენი ლიბერალები რეალურად ლიბერალ-ფაშისტები არიან.

რომ კითხო არა ყოველგვარ ძალადობასო, ტრანსგენდერს გული არ უნდა ვატკინოთო, ახალ წელს ცხოველები ხმაურით არ უნდა შევაწუხოთო, ქათმის ხორცი არ უნდა შევჭამოთო, კვერცხი არ უნდა გავტეხოთო და საქმე საქმეზე რომ მიდგება, თუ “მათიანმა” იძალადა, უფასო ადვოკატად დაუდგება იმ წუთშივე თითოეული მათგანი.

სინამდვილეში ისინი ძალადობის წინააღმდეგნი კი არ არიან, უბრალოდ თვითონ ითხოვენ მონოპოლიას ძალადობაზე. მხოლოდ მათ უნდა ქონდეთ უფლება იძალადონ. იმიტომ რომ “პრადვინუტები” და “პროდასავლელები” არან.

ესაა სულ მათი ფილოსოფია.” – წერს ავალიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე არჩილ გორდულაძე “რადიო თავისუფლებასთან” აცხადებს, რომ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალია, დაიცვას...