„თბილისი პრაიდი“ გამჭვირვალობის კანონს რუსულ კანონს უწოდებს

„თბილისი პრაიდი“ გამჭვირვალობის კანონს რუსულ კანონს უწოდებს. ამის შესახებ „თბილისი პრაიდი“ ფეიქბუქ გვერდზე წერს.

„ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს!

“საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციით მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” – მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გამოაცხადა.

ქართულმა ოცნებამ 2023 წლის მარტში უკვე ცადა და ვერ შეძლო რუსული კანონის მიღება“ – წერს „თბილისი პრაიდი“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...