25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გია აბაშიძე-რევანშისტი ნაკონგლომერატის სიმახინჯეებზე დაყრდნობით პოლიტიკის წარმოება ქართულ საზოგადოებასთან საღად მოაზროვნე ამერიკული ისტებლიშმენტის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს

„ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ ე.წ. ვეტინგზე და რამდენიმე მოსამართლის უარგუმენტო სავიზო დასანქცირების გაუქმებაზე ხმამაღალი საუბარი ვერანაირად იქნება არამეგობრული“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადების შესახებ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მიმართავს აშშ-ის საელჩოს, ქალბატონ ელჩს, რომ ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან დაუწესდათ.

ანალიტიკოსის თქმით, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა თანაბარუფლებიანობის შეუვალი პრინციპის დაცვით, პოლიტიკური ძალის ღირსებაზე, პატრიოტიზმსა და თავმოყვარეობაზე მიუთითებს.

„მმართველი გუნდის სახელით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიისთვის დამახასიათებელი განცხადებით მიმართა სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს.

საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა თანაბარუფლებიანობის შეუვალი პრინციპის დაცვით, პოლიტიკური ძალის ღირსებაზე, პატრიოტიზმსა და თავმოყვარეობაზე მიუთითებს.

არასაჭირო, ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ ე.წ. ვეტინგზე და რამდენიმე მოსამართლის უარგუმენტო სავიზო დასანქცირების გაუქმებაზე ხმამაღალი საუბარი ვერანაირად იქნება არამეგობრული. რა, პრეზიდენტი მაკრონი და კანცლერი შოლცი არამეგობრები ხდებიან, როცა გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება აქვთ და ეს ჩანს საჯარო სივრცეში? ცხადია, არა. ყველაფერი გვარდება კომუნიკაციით.

მესმის, რომ ამერიკულ მხარეს სურს სახის შენარჩუნება ცალკეულ მოსამართლეებზე უსაგნო სავიზო სანქციების უკან გაწვევაზე. ეს რაც მალე აღსრულდება, მით უკეთესი. სხვაგვარად გამოვა, რომ კრიმინალი გვარამიას მსგავსად, არ ეთანხმებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

რევანშისტი ნაკონგლომერატის სიმახინჯეებზე დაყრდნობით პოლიტიკის წარმოება ქართულ საზოგადოებასთან საღად მოაზროვნე ამერიკული ისტებლიშმენტის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები