მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: უკვე ღიად ადასტურებენ, რომ საქართველოს ყიდიან, მაგრამ თავად ქვეყანა და ხალხი არ დაუშვებს ამას, სამშობლო არ იყიდება!

საოცარი ინფორმაციები ვრცელდება. უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო… – წერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

იგი ეხმიანება პარტია “ახლის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ “მთავარმა” გრანტი მოიგო, თუმცა, ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე.

მდინარაძის თქმით, უკვე ღიად დასტურდება, რომ აღნიშნული პირები საკუთარ ქვეყანას ყიდიან, რასაც ხალხი არ დაუშვებს.

“საოცარი ინფორმაციები ვრცელდება.
უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო…
უკვე ღიად ადასტურებენ, რომ საკუთარ ქვეყანას, საქართველოს ყიდიან, მაგრამ თავად ქვეყანა და ხალხი არ დაუშვებს ამას!
სამშობლო არ იყიდება!” – წერს მამუკა მდინარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...