საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ქართული დელეგაციის წევრებმა აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრებმა წარუდგინეს პრეზენტაცია, საქართველოში ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ ტომსონი, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელი, ასელ ჯუსუპბეკოვა, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს მრჩეველი დევიდ გარიგოს-სოლივა.
დირექტორთა საბჭოს ტექნიკური დეტალები გაეცნენ წლიური შეხვედრებისთვის შერჩეულ საკონფერენციო, შეხვედრებს და საოფისე სივრცეებს, სავიზო და ტრანსპორტით უზრუნველყოფის, სხვა საორგანიზაციო ორგანიზაციებს.
აზიის ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 68 ქვეყნის 4000-მდე სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ბანკების ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო კერძო პირები, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.









