Euronews-Ipsos-ის გამოკითხვა: ევროპარლამენტში არჩევნების წინ რესპონდენტთა 46% მხარს უჭერს საკუთარ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერებას

Euronews-Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, მაშინ, როდესაც ევროპელი ამომრჩეველი ევროპარლამენტში ივნისის არჩევნებისთვის ემზადება, მხოლოდ ყოველ მეხუთე ამომრჩეველს სურს ბრიუსელისთვის ძლიერი უფლებამოსილების მინიჭება.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 22%-ს სურს ევროკავშირისთვის უფრო ძლიერი უფლებამოსილების მინიჭება, ხოლო რესპონდენტთა 46% მხარს უჭერს საკუთარ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერებას.

Euronews-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვა, რომელიც 23 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ევროკავშირის 18 ქვეყანაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 25.916-მა ადამიანმა მიიღო, წარმოადგენს პირველ გამოკითხვას ევროპულ დონეზე ევროპულ არჩევნებამდე, რომელიც 6-9 ივნისის პერიოდში გაიმართება.

Ipsos-ის მიერ ევროკავშირის 18 წევრ სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ პროევროპული განწყობები ყველაზე ძლიერი პორტუგალიაშია, სადაც რესპონდენტთა 36% ნდობას უცხადებს ბრიუსელს, ხოლო საფრანგეთში გამოკითხულთა 63%-ს გადაწყვეტილებების საკუთარ ქვეყანაში მიღება ურჩევნია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად...

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა და ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, უცხოური აგენტურის ადგილი...