4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მაია ბითაძე: ქართველმა ოპოზიციონერებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას! ევროპარლამენტიც შოკშია და ქართველი ხალხიც

ჩემო ოპოზიციონერო კოლეგებო, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სამშობლო კიდე უნდა გიყვარდეთ და გიხაროდეთ რომ ევროინტეგრაცია აქტიურ ფაზაშია და ისტორიის ეს ფურცელი ,,ქართულმა ოცნებამ” დაწერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბითაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუციის შესახებ წერს, რომელსაც ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღებენ.

„ვიცინოთ თუ ვიტიროთ აღარ ვიცით.
1. არ დააინიცირეს ჩვენთან ერთად რეზოლუცია, ამ ჩვენ სამშობლოს რეპუტაციას ერჩიან სადაც და როგორც შეუძლიათ ისე;
2. ევრონესტის მუშაობის პროცედურა არ იციან;
3. კომიტეტებზე ჩვენ მიერ დაინიცირებულ სხვა ცვლილებებსაც არ დაუჭირეს მხარი – საქართველოს დეოკუპაციისა და ევროინტეგრაციის, ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ, (პირდაპირი ეთერები იყო ვისაც აინტერესებს ნახავს);
4. ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა დაადასტურა რასაც გუშინ საღამოდან ვამბობთ წუხილით, რომ ინიცირებისთვის არ გვეყო ხმები და მხოლოდ ოცნების დელეგაციამ და მოლდოვის დელეგაციამ დავასპონსორეთ რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის ევროინტეგრაციას, ომის დაგმობასა და დეოკუპაციას ეხება.
ახლა დებენ პოსტებს – შოკშია ევროპარლამენტიო, შოკშია აბა რა!!! ქართველმა ოპოზიციონერებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას! ევროპარლამენტიც შოკშია და ქართველი ხალხიც. ჩვენ, ოცნების დეპუტატები მიჩვეულები ვართ, მითუმეტეს, რომ არც იმ კანონის პროექტებს უჭერენ მხარს პარლამენტში, რომლებიც ასოცირების ვალდებულებებია.
p.s. ჩემო ოპოზიციონერო კოლეგებო, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სამშობლო კიდე უნდა გიყვარდეთ და გიხაროდეთ რომ ევროინტეგრაცია აქტიურ ფაზაშია და ისტორიის ეს ფურცელი ,,ქართულმა ოცნებამ” დაწერა“, – წერს ბითაძე.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღებენ.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მოლდოვას ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს, თუმცა, საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.