4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მამუკა მდინარაძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით: სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა და ქვეყნის ბევრ სფეროში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს

ხაზარაძემ ანაკლიის პორტის თემა რამდენიმე წლით უკან დახია და ახლა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა და ქვეყნის ბევრ სფეროში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა გზით შეეცდება, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს ლეგიტიმური, კანონიერი გზით.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, პროექტი რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს შეტანილი, კონსტიტუციურ დათქმა გვაქვს მასთან დაკავშირებით გაკეთებული და ბუნებრივია ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა გზით ანაკლიის პროექტი განხორციელდეს ლეგიტიმური, კანონიერი გზით, შესაბამისი თანაინვესტირებით და სახელმწიფოს დომინირებული ჩართულობით“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.