4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ალეკო ელისაშვილი: ვისაც შამილ ბასაევი გმირი ჰგონია და ქართველთა ჟლეტა და გენოციდი კარგ ამბად მიაჩნია, აქ იმათი ფეხი არ უნდა იყოს

მე ვისურვებდი, რომ საქართველო იყოს, თავისუფლად, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების თავშესაფარი, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რითაც გამოეხმაურა რუსი ოპოზიციონერის, დიმიტრი გუდკოვის საქართველოში არ შემოშვების ფაქტს.

„მაგრამ ვინც აფხაზეთს აღიარებს და ვისაც შამილ ბასაევი გმირი ჰგონია და ვლადისლავ არძინბა, და ქართველთა ჟლეტა და გენოციდი კარგ ამბად მიაჩნია, იმათი ფეხი არ უნდა იყოს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

2007 წელს დიმიტრი გუდკოვი, რომელიც მაშინ რუსეთის ახალგაზრდული პალატის თავმჯდომარე და „რუსეთის სახალხო პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო, პალატის დელეგაციასთან ერთად სოხუმში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა და დამოუკიდებლობისადმი აფხაზეთის მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.