სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსია გამოცხადებული

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსია გამოცხადებული.

როგორც HR.GOV.GE-ზე გაკეთებულ განცახდებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელის უფროსის თანამდებობრივი სარგო 5000 ლარი იქნება და მას შემდეგი მოვალეობები დაეკისრება:

– სამსახურის საქმიანობის წარმართვა და ხელმძღვანელობა;
– სამსახურის საქმიანობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
– ფუნქცია-მოვალეობებისა და დავალებების გადანაწილება სამსახურის თანამშრომელთა შორის;
– თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ზედამხედველობა და მათ მიერ ადმინისტრაციის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;
– საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება;
– სამსახურის კომპეტენციაში შემავალი კორესპონდენციის განხილვა, სათანადო რეაგირება, მომზადებული კორეპონდენციების კონტროლი;
– მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მომზადებული მასალის შინაარსის განსაზღვრა;
– პრეზიდენტისათვის ქვეყანაში მიმდინარე და საერთაშორისო სიახლეების გაცნობის უზრუნველყოფა ყოველდღიურად;
– ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი;
– საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება, კონტროლი;
– ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან მუდმივი კოორდინაციისა და მედიასთან უწყვეტი კომუნიკაციის რეჟიმში საქართველოს პრეზიდენტის, ადმინისტრაციის უფროსისა და ზოგადად ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო აქტივობებისა და ღონისძიებების გაშუქების უზრუნველყოფა და კონტროლი;
– საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებებით, კომპეტენციის ფარგლებში ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობა, კონტროლი;
– პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელების საინფორმაციო უზრუნველყოფის და განახლების კონტროლი;
– ადმინისტრაციის დებულებით, ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და კანონდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებისა და მოვალეობების განხორციელება;
– უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

კანდიატის მინიმალური განათლების ხარისხი უნდა იყოს მაგისტრი, ინგლისური ენის ცოდნის დონე C1, ხოლო სამუშაო გამოცდილება 5 წელი. რაც შეეხება დამატებით მომთხოვნებს, ისინი ასე გამოიყურება:

დამატებითი მოთხოვნები
– კომუნიკაციის ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის 5 წლანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე 2 წელი;
– სასურველია დამატებითი ენის ცოდნა;
– ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
– საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
– სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
– სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
– ცვლილებების/ სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი;
– პროექტების მართვის უნარი;
– თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
– მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
– გუნდის განვითარების უნარი;
– პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.

კონკურსის ეტაპებია – განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 იანვარი. დღეის მდგომარეობით, ვაკანიის დაკავების სურვილი 28 კანდიდატმა უკვე გამოთქვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...