მამუკა ხაზარაძის შვილის, ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის ფილმმა “გზაჯვარედინზე”, ბერლინის კინოფესტივალზე ლგბტ ფილმებისთვის განკუთვნილი ჯილდო The Teddy Award მიიღო

მამუკა ხაზარაძის შვილის, ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის “1991 Productions” ფილმმა, სახელწოდებით “გზაჯვარედინზე”, ბერლინის კინოფესტივალზე ლგბტ ფილმების ჯილდო – The Teddy Award მიიღო.

ფილმი “გზაჯვარედინზე”, რომლის რეჟისორიც ლევან აკინია, ბერლინალეზე საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისათვის დაჯილდოვდა.

The Teddy Award არის საერთაშორისო კინოპრემია ლგბტ თემასთან დაკავშირებული ფილმებისთვის, რომელიც დამოუკიდებელი ჟიურის მიერ არის წარმოდგენილი როგორც ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის (ბერლინალეს) ოფიციალური ჯილდო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე მაკო რატიანზე: ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებული მაკო რატიანის ისტორიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მონათხრობი იმ მძიმე ტანჯვას წარმოაჩენს, რომლის გადატანაც მას „ნაციონალური...