რატი იონათამიშვილი თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებაზე: “სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება რევოლუციურ წინაპროცესში მონაწილეობა მიიღოს” – ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

იონათამიშვილის განცხადებით, როდესაც მმართველი გუნდი საუბრობს ოპოზიციის მიერ რევოლუციური სცენარების დაგეგმვაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ამას უარყოფენ.

““სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება რევოლუციურ წინაპროცესში მონაწილეობა მიიღოს” – ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო,” – წერს რატი იონათამიშვილი.

თეიმურაზ ჯანაშიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს წინარევოლუციურ პროცესში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...