ირაკლი კობახიძე დღეს ბრიუსელში რობერტა მეცოლას და იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

ირაკლი კობახიძისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შეხვედრაზე საუბარი იქნება ახალ ნაბიჯებსა და შესაძლებლობებზე, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ მოიტანა.

დღესვე, ორმხრივი შეხვედრების გარდა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომის შემდეგ იენს სტოლტენბერგი და ირაკლი კობახიძე ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...