4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ჯოზეფ ბორელი – ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს, მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს.

როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის.

“ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს.

მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ, ევროკავშირის გზაზე წინსვლის ეტაპზე.” – წერს ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები