ნიკა გვარამია: “ჩემი პოლიტიკური გეგმები უკავშირდება ფართო გაერთიანებას. მე ვსაუბრობ ზურასთანაც და ლაკასთანაც. ნიკა მელია მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად”

მედიის ინფორმაციით, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ერთიანდებიან. “დროა”, “გირჩი – მეტი თავისუფლება” და გვარამია არჩევნებში ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას.

ნიკა გვარამია მათთან კონსულტაციებს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობს. “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია აქვე ამბობს, რომ ნიკა მელია მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნია.

“ჩემი პოლიტიკური გეგმები უკავშირდება ფართო გაერთიანებას. მე ვსაუბრობ ზურასთანაც და ლაკასთანაც. ნიკა მელია მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად. დღეს მე მაქვს ჩემი განვითარების გზა, მე ამას ასე ვხედავ. თუმცა, “ნაციონალურ მოძრაობასთან” საუბარი სამომავლო საკითხია,” – აცხადებს ნიკა გვარამია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი...

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ ხელშესახებ...