4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ევროკომისიის სპიკერი: ევროკომისია პოლონეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს

ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა განაცხადა, რომ ევროკომისია პოლონეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული ორი პოლიტიკოსი დააკავა, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეს აფარებდნენ თავს. საუბარია შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ მარიუშ კამინსკისა და მის ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკზე. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ არ მოისვენებს, ვიდრე ორ ოპოზიციონერ დეპუტატს ციხიდან არ გაათავისუფლებენ.

“ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ევროკომისიის სპიკერმა.

“კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით – პოლონეთში თუ სხვა ქვეყნებში – ჩვენ ყოველწლიურად ვაქვეყნებთ ანგარიშს ამ თემაზე. სწორედ იქ არის წარმოდგენილი ანალიზი. ზოგჯერ ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვები გარკვეულ წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ რაიმე კონკრეტულ, ცალკეულ შემთხვევებს”, – დასძინა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.