ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალ წელს ვაზიანში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ პირად შემადგენლობას 2024 წლის დადგომა მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ ოჯახებსა და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

ჯარისკაცებს ახალი წელი მიულოცეს ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...