2023 წლის 4 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფისა და სარტყლისა და გზის კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, ტარდება აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი

2023 წლის 4 დეკემბერს, 16:00 საათზე საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფისა და სარტყლისა და გზის კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, ტარდება აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი.

სიმპოზიუმი ეძღვნება ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებს
და „სარტყელი და გზის“ ინიციატივის 10 წლისთავს.

სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე მოწვეულნი არიან ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და სხვა საპატიო სტუმრები.

სიმპოზიუმის მიზანია: მეცნიერებს, მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს შორის ინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა; ჩინეთისა და მისი როლის მნიშვნელობის გააზრება ისტორიულ და თანამდროვე კონტექსტში.

საერთაშორისო სიმპოზიუმი ემსახურება სამეცნიერო იდეების გაცვლას; კვლევის შედეგების გაცნობას და სამეცნიერო დისკუსიების პლატფორმის ჩამოყალიბებას; ისტორიულ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული თემების მრავალფეროვანი სპექტრის ანალიზს, მის გავლენასა და მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებასა და ბიზნესის, კულტურისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლაშა გეგეჭკორი: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – ეს ნიშნავს, საქართველო მშვიდობის, ქვემოქმედებისა...

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ქვეყნის წარმოდგენა მშვიდობისა...