ნინო ფოჩხუა “ევროპულ მარშზე”- ლომჯარიების, უგულავების და ზურაბიშვილების აქციაზე, რაც არ უნდა კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდეს, ხალხის ეს რაოდენობაც ზედმეტია- ფარსია ეს ყველაფერი

ექსპერტი ნინო ფოჩხუა რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ექსპერტი წერს, ფარსია ეს ყველაფერი.

“ლომჯარიების, უგულავების და ზურაბიშვილების აქციაზე, რაც არ უნდა კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდეს, ხალხის ეს რაოდენობაც ზედმეტია.

ფარსია ეს ყველაფერი. აქცია ისედაც დაგეგმილი ჰქონდათ, ელოდებოდნენ უარს ევროპიდან, მაშინ იქნებოდა “მოლოტოვის კოქტეილები” და როცა მეხივით დაეცათ თავს დადებითი პასუხი, სასწრაფოდ “გაკეთილშობილდნენ,” შეცვალეს მესიჯები და დამკვეთ ბოსებთანაც პირნათელი გამოვიდნენ, ჩააბარეს დახარჯული თანხის (რამდენი მოიპარეს, ეს სხვა საქმეა) ინვოისი.”- წერს ნინო ფოჩხუა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციის დღევანდელ მორიგ მარშს- საქართველო ამის გარეშე, იმის გარეშე...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის დღევანდელ აქციას ეხმიანება. ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილის სტატუსს აზიარებს, რომელშიც ის ნიკა გვარამიას მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ კითხვას უსვამს...