ნიკოლოზ მეტრეველი: ხოშტარიას თუ სურს Mona.ge-ის სია ოდნავ ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად მამამისი, გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, “დროას” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერების, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის მიერ შექმნილი ინტერნეტ-პლატფორმის, mona.ge-ის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მეტრეველის თქმით, თუ ხოშტარიას სურს, აღნიშნულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სია ოდნავ მაინც იყოს ობიექტური, მასში მისი მამა – გოგი ხოშტარიაც უნდა ჩაწეროს.

“ელენე ხოშტარიას თუ სურს Mona.ge-ის სია ოდნავ მაინც ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს. მასზე მეტად მედროვე და პრეზიდენტ გამსახურდიას გამყიდველი არავინ მეგულება.” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნინო ფოჩხუა: აქციას “საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად...

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ოპოზიციის აქციას - “საქართველო ივანიშვილის გარეშე”, სოციალურ ქსელში აფასებს და ყურადღებას ამახვილებს “დიფ სტეიტის” გადაწყვეტილებაზე, აქციას ნიკა გვარამიამ უხელმძღვანელოს. ფოჩხუას თქმით, გვარამიას...