4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ანრი ოხანაშვილი: ორმაგად გასახარია, რომ გაწეული შრომა ფასდება და დამსახურებაზე დაფუძნებით, ქვეყანას ენიჭება რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის შესახებ

ორმაგად გასახარია, რომ გაწეული შრომა ფასდება და დამსახურებაზე დაფუძნებით, ქვეყანას ენიჭება რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის შესახებ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ჯგუფები ბევრს ეცადნენ, რომ საქართველოს არ მიეღო რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„თუმცა მათ არ გამოუვიდათ შეთქმულება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ, რადგან ჩვენ დამსახურებაზე დაფუძნებით მოგვეცა ეს რეკომენდაცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მცდელობები არ ექნებათ შემდეგშიც ლობისტების მეშვეობით. ისინი კონკრეტულ დროს ელოდებიან, თუმცა ხელისუფლება იზრუნებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი დესტრუქციული ნაბიჯებით არ დაზარალდეს ჩვენი ხალხი და სახელმწიფო“, -აღნიშნა ოხანაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.