მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის კვლევაზე-102 პროცენტს რომ დაწერ და ვერ დაიანგარიშებ, საშინელ აგონიას ნიშნავს სიყალბესთან ერთად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „პროცენტებში აირივნენ და 102 პროცენტს რომ დაწერ და ვერ დაიანგარიშებ, ე.ი საშინელ აგონიას ნიშნავს სიყალბესთან ერთად“.

„ჩვენ ხშირად ვატარებთ კვლევებს. მაგალითად, როცა მოგინდება რომ გახარიას პარტიას ორჯერ კი არა, სამჯერ გაუზარდო რეიტინგი შენს კვლევაში, მერე აუცილებლად აიჭრები და ასე აიჭრნენ ამ კვლევის ავტორები და დაუწერეს დაახლოებით სამჯერ მეტი გახარიას. გამიკვირდა, რომ თავად „ნაცმოძრაობას“ დაახლოებით, რაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენი ბოლო კვლევებიდან გამომდინარე იგივე მონაცემები აქვს. შეიძლება ცოტა ნაკლები ჰქონდეს, მაგრამ ყველა დანარჩენს მოუმატეს და „ნაცმოძრაობას“ დაუწერეს დაახლოებით ცდომილების ფარგლებში რაც აქვს. „ქართულ ოცნებას“ რაც ჩამოაკლეს ყველაფერი გადაანაწილეს გულუხვად და ამასობაში პროცენტებში აირივნენ და ასი ასორს არ უდრის. 102 პროცენტს რომ დაწერ და ვერ დაიანგარიშებ ელემენტარულად, ესე იგი, საშინელ აგონიას ნიშნავს სიყალბესთან ერთად და ეს მხოლოდ აგონიის ბრალი არ არის, ამ მასშტაბის სიყალბეს რომ ჩადიხარ ვეღარ ალაგებ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...