4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილი: გუშინდელი გადაწყვეტილებით ევროკომისიამ თქვა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი საკმარისია, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

შარშან, მოგვეცა 12 რეკომენდაცია იმისთვის, რომ მიგვეღო ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი. გუშინდელი გადაწყვეტილებითა და ანგარიშით, ევროკომისიამ თქვა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი საკმარისია, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„გაიხსნა შემდეგი კარი, რომელსაც ჰქვია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყება და ამასთან დაკავშირებით უკვე 9 რეკომენდაცია მოგვეცა, რომელზეც ჩვენმა ქვეყანამ უნდა იმუშაოს. ამ 9 რეკომენდაციაში არის ნაწილი, რომელიც 12 რეკომენდაციაში იყო და ასევე არის რაღაც დამატებული – ეს არის ახალი ეტაპი. ფაქტობრივად ეს არის ის მდგომარეობა, როცა შარშან უკრაინას როგორც მისცეს კანდიდატის სტატუსი და შემდეგ იყო რეკომენდაციები მოლაპარაკების დაწყებისთვის. ამიტომ ჩვენი შემდეგი ეტაპი იქნება სწორედ ამ საკითხებზე მუშაობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები