საქართველოს პრეზიდენტი “პარიზის მშვიდობის ფორუმში” მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, პრეზიდენტს ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისრაციისთვის არ მიუმართავს

საქართველოს პრეზიდენტი “პარიზის მშვიდობის ფორუმში” მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა. ადმინისტრაციის ცნობით, ფორუმი 10-11 ნოემბერს გაიმართება.

“ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს “From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle” – წერია განცხადებაში.

პანელი, 10 ნოემბერს თბილისის დროით, 18:30 – 19:15 სთ-ზე გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთში, პარიზში, მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად, მთავრობისთვის თანხმობა არ მოუთხოვია.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტს ვიზიტთან დაკავშირებით მათთვის არ მიუმართავს.

საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შემდეგ სალომე ზურაბიშვილისთვის ეს პირველი ვიზიტია და როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც უთხრეს, პრეზიდენტი პარიზში უკვე გაემგზავრა და მთავრობისგან ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობა არ მოუთხოვია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...