საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „3+3“ შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველო თეირანში „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

მათივე ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა არასდროს მიუღია.

„საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“,-აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს, ორშაბათს აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანში, თეირანში „3+3 ფორმატში“ შეხვედრას გამართავენ.

სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ – “3+3” შექმნის ინიციატივის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2020 წელს განაცხადა. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად 2021 წელს გაიმართა და საქართველო არც მაშინ დასწრებია.

წყარო: ipn.ge

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...