ჯანდაცვის სამინისტრო 30 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 44 ადამიანი. აქედან, აქციის 27 მონაწილე, მედიასაშუალების 1 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 წარმომადგენელია. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აბრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მათმა ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება. საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს. სასამართლო სათათბიროდ რამდენიმე წუთის წინ გავიდა. სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის ბერდია სიჭინავას რამდენიმე შუამდგომლობასთან დაკავშირებით უნდა...