„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები შიდა ქართლის რეგიონში დასრულდა. გორში, ხაშურში, ქარელსა და კასპში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივ ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
გორის ორგანიზაციას – გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უხელმძღვანელებს.
ხაშურის ორგანიზაციას – ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი;
ქარელის ორგანიზაციას – ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი;
კასპის ორგანიზაციას – კასპის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ მაისურაძე.
მიმდინარე კვირაში პარტიული კონფერენციები გაიმართება კახეთის რეგიონში.









