4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ქართული ოცნების“ თბილისის პარტიული კონფერენციები დასრულდა

კონფერენციებზე დედაქალაქის ათივე მუნიციპალიტეტის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ ისნის ორგანიზაციას ისნის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნიკა ელისაშვილი უხელმძღვანელებს;

ნაძალადევის ორგანიზაციას – დავით ჭელიძე;

ჩუღურეთის ორგანიზაციას – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რიმა ბერაძე;

დიდუბის ორგანიზაციას – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირმა ზავრადაშვილი;

ვაკის ორგანიზაციას – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნოდარ ტურძელაძე;

კრწანისის ორგანიზაციას – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია;

საბურთალოს ორგანიზაციას – საბურთალოს რაიონის გამგებელი – გაიოზ ვასაძე;

სამგორის ორგანიზაციას – სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კახა სამხარაძე;

გლდანის ორგანიზაციას – თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, კოტე ზარნაძე;

მთაწმინდის ორგანიზაციას – მთაწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით კირკიტაძე.

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები თბილისის გარდა, ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები