4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

უნგრეთის პრეზიდენტი – ომი წელიწადნახევარია გრძელდება, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა

უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს, – ინფორმაციას გამოცემა “დოიჩე ველე” ავრცელებს.

„ომი წელიწადნახევარია გრძელდება და მე ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტას, რომელიც გამოიწვევს სტაბილურ და გრძელვადიან მშვიდობას. ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. მე ეს მტკიცე აზრი პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვთქვი, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად“, – განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, ბუდაპეშტი აპირებს შეუერთდეს კიევის მიერ ინიცირებულ „მშვიდობის ფორმულას“ და რომ უნგრეთი მნიშვნელოვანად მიიჩნევს მონაწილეობას ნებისმიერ პროცესში, რომელსაც მშვიდობასთან დაახლოება შეუძლია. კატალინ ნოვაკის მტკიცებით, უნგრეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.