სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ ხუთ მოზარდს დღეს დაკრძალავენ

ოკუპირებულ გალში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილ მოზარდებს დღეს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ენგურის ხიდზე დილიდან იკრიბებიან ოჯახის ახლო ნათესავები, მეზობლები და ბავშვების მასწავლებლები.

მათი განცხადებით გაიცა შესაბამისი ნებართვა, მსურველები გადავიდნენ ოკუპირებულ საბერიოში და პატივი მიაგონ გარდაცვლილ მცირეწლოვნებს.

5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი გარდაიცვალა.

მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე 6 იანვარს იყო გამოცხადებული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს...

„ქართულ სასამართლო სისტემაში ევრობიუროკრატების უხეში ჩარევა, წინა პერიოდიდან გამოყოლილი, მათი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია - ამის მაგალითია ვეტინგის პროცესი და ახლაც მსგავსი...