საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა

ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა.

ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...