4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძეს – თქვენ წარმოადგენთ გუნდს, რომელმაც შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა, გორიდან ჩამოიტანა აპარატურა რომ გაეხსნა – რა რესპუბლიკურზე ლაპარაკობთ

თქვენ დღემდე წარმოადგენთ იმ გუნდს, რომელმაც, შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა და გორიდან ჩამოიტანა აპარატურა და უკან დააბრუნა რომ გაეხსნა, რა რესპუბლიკურზე ლაპარაკობთ – ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ ლიდერს რომან გოცირიძეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხი სახელმწიფოს, ექიმების და რაც მთავარია, პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით გვარდება.

„თქვენ წარმოადგენდით და დღემდე წარმოადგენთ იმ გუნდს, რომელმაც, შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა და გორიდან ჩამოიტანა აპარატურა და უკან დააბრუნა რომ გაეხსნა. რა რესპუბლიკურზე ლაპარაკობთ, საერთოდ რაზე ლაპარაკობთ, მშვენივრად ლაგდება იქ ყველაფერი, სახელმწიფოებრივად, სწორად, ექიმების ინტერესების, სახელმწიფო ინტერესების და რაც მთავარია პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით და მაგით ნუ ისპეკულირებთ, გირჩევთ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.