4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ქარუმიძე: ჰააგაში იმართება კონფერენცია “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” – როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე, საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე მსჯავრდადებული ზურაბ ადეიშვილის ჰააგაში მიმდინარე კონფერენციაზე, სახელწოდებით “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” დასწრებას აფასებს.

ქარუმიძის თქმით, ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებულ ადეიშვილთან ერთად, სამართლიანობაზე საუბარი არ შეიძლება და ეს ფაქტი სირცხვილია.

“დღეს ჰააგაში არის კონფერენცია “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის”. როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი (ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებული)?! სირცხვილი. სირცხვილი. სირცხვილი.” – წერს ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელ X (Twitter)-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.