ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი, რომლის დროსაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მაქსიმალურ მაჩვენებელზე გავიდა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საქართველოში 2009-2022 წლებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველ დიაგრამას, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, უცხოურმა ინვესტიციებმა მაქსიმალურ მაჩვენებელს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მიაღწია, რაც დიაგრამაზეც არის ნაჩვენები.

ექსპერტი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნულის მიღწევა ღარიბაშვილის მთავრობამ, კოვიდით გამოწვეული კრიზისის შემდეგ შეძლო.

“ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი, რომლის დროსაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მაქსიმალურ მაჩვენებელზე გავიდა. ეს მიღწევა განსაკუთრებით დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ღარიბაშვილის მთავრობამ დააღწია თავი კოვიდის უმძიმეს კრიზისს და ქვეყანა ამოიყვანა ჭაობიდან.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...