ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა – ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაცია.

ფონდის დაფინანსებით, საჩხერეში ფუნქციონირებს უნიკალური საშენი მეურნეობა, სადაც გადაშენების პირას მყოფ ველურ ფრინველებს – კოლხურ ხოხობს, გნოლსა და კაკაბს ველურ ბუნებაში გასაშვებად ზრდიან და ამზადებენ.

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა – ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა.

ინიციატივის მიზანია უნიკალური ჯიშის ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, გამრავლების ხელშეწყობა, მთაწმინდის ტერიტორიაზე პოპულაციის ეტაპობრივი აღდგენა და გავრცელება. კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი აღნიშნულ ტყეში გადაშენების პირასაა, მათი ხელახალი გაშვება კი ბუნებრივი ეკოსისტემის აღდგენისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას საქართველოს...