აპსნიპრესი: სოხუმის მეღვინეობამ წარმოება შეაჩერა

სოხუმის ღვინის ქარხანა თვეზე მეტია დაკეტილია. მიზეზების ძიებას დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი მედია შეეცადა. როგორც „Apsnypress“-ს შპს „აფხაზეთის ღვინოები და წყლები“-ს მთავარმა მეღვინემ ​​ვალერი ავიძბამ განუცხადა:

„მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკაში შემოტანილ ღვინის მასალებზე 30 პროცენტიანი აქციზი დაწესოს. ეს დიდ ტვირთად აწვება წარმოებას და მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი პროდუქციის ღირებულებას“, – განაცხადა ავიძბამ.
„ჩვენმა დისტრიბუტორებმა თქვეს, რომ თუ ფასებს გავზრდით, საქონელს ვერ გაყიდიან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა. წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება დროებითია. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „მთავრობასთან“ და იმედი გვაქვს, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება და „მინისტრთა კაბინეტი“ გააუქმებს გადაწყვეტილებას“ – აცხადებს ავიძბა.
აფხაზური მედიის ინფორმაცით საწარმოში რამდენიმე ასეული ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს...

„ქართულ სასამართლო სისტემაში ევრობიუროკრატების უხეში ჩარევა, წინა პერიოდიდან გამოყოლილი, მათი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია - ამის მაგალითია ვეტინგის პროცესი და ახლაც მსგავსი...