7 თებერვალი, სამშაბათი, 2023
7 თებერვალი, სამშაბათი, 2023

წეროვანში პარა-კალათბურთში ტურნირი გაიმართა

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ- დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ- დაშავებულმა სამხედროებმა პარა-კალათბურთში იასპარეზეს.

პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელ გამარჯვებულ გუნდებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის წარმომადგენლებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადასცეს.

მთელი კვირის განმავლობაში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს სპორტის შვიდ სახეობაში გამოცდიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები