რატი იონათამიშვილი გვარამიას პარტიაზე: ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ, როდესაც მათი ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია

ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ, – ასე განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გვარამიას პარტიის შექმნასთან დაკავშირებით.

იონათამიშვილის თქმით, გვარამიას პარტიის ლიდერი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც ძალიან მძიმედ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობა“ მოსახლეობას.

„მაშინ, როდესაც თუნდაც ლიდერი არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც ძალიან მძიმედ ახსოვს ნაციონალურ მოძრაობა ჩვენ მოსახლეობას. ფაქტი არის, რომ ამ ადამიანის „პოლიტიკაში“ მოღვაწეობის დაწყება სურთ სიცრუეზე და თვალებში ნაცრის შეყრაზე.“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნინო ფოჩხუა: აქციას “საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად...

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ოპოზიციის აქციას - “საქართველო ივანიშვილის გარეშე”, სოციალურ ქსელში აფასებს და ყურადღებას ამახვილებს “დიფ სტეიტის” გადაწყვეტილებაზე, აქციას ნიკა გვარამიამ უხელმძღვანელოს. ფოჩხუას თქმით, გვარამიას...