პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები ჩაინიშნა

პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე სხდომები, რომელიც პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს შეეხება, ჩანიშნულია.

სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი არსებითად განიხილავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის 28 ოქტომბერს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. მოგვიანებით სიას გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“ დაემატა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მიიღებს მონაწილეობას

14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle East“, რომელიც ორგანიზებულია არაბთა გაერთიანებული...

დღეს სვეტიცხოვლობაა