ოლივერ ვარჰეი – მახარებს საქართველოს ძლიერი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი. ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ოლივერ ვარჰეი ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი.

„სიხარულით მივესალმები ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მახარებს საქართველოს ძლიერი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი.
ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის“, – აღნიშნავს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა,...

ხვალ, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად თანხმობა, აკრედიტაცია არ მიეცათ ტელეკომპანიების - „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ ჟურნალისტებს, - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი,...