5 დეკემბერი, სამშაბათი, 2023
5 დეკემბერი, სამშაბათი, 2023

ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილზე: ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა.

„ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს.

მისი ახლანდელი მომწონებელი აღარ გვიმტკიცებს , რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია, როგორც მას წინასაარჩევნოდ უწოდებდნენ?!

უღერძო ოპოზიცია და ღამურად ქცეული პრეზიდენტი“, – წერს წილოსანი Facebook-ზე.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა, ეროვნული ბანკის საბჭოს კი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების გაუქმება ურჩია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები