29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიას: რაც არ უნდა დაიმალო და ამოეფარო ამ ახალგაზრდებს, შენ გგონია დაავიწყდება საზოგადოებას ვინ იყავი და რა იყავი? ჩვეულებრივი ზონდერ-პროკურორი იყავი

ამოფარებულები არიან დემოკრატიის მანტიას, მედია-მანტიას. ახლა, ახალგაზრდებს ამოეფარნენ და თითქოს, ახალი სახეა. ვინ არის ახალი სახე, გვარამია არის ახალი სახე? – ამის შესახებ “ქათული ოცნების” დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, ნიკა გვარამიას მიერ პარტიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გვარამია წინა ხელისუფლების რეჟმის ერთ-ერთი შემოქმედი იყო და ისრების მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე გადატანა მას არ გამოუვა.

“რაც არ უნდა დაიმალო და ამოეფარო ამ ახალგაზრდებს, შენ გგონია დაავიწყდება საზოგადოებას ვინ იყავი და რა იყავი? ჩვეულებრივი ზონდერ-პროკურორი იყავი, იმ რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი. სააკაშვილზე გინდა მხოლოდ ისრები გადაიტანო? არა, შენც, ადეიშვილიც და დანარჩენი ზონდერებიც იყავით მთლიანად ამ ჯაჭვის და ქსელის ავტორები, კარგად გვახსოვს.” – მიმართა ირაკლი ზარქუამ გვარამიას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები