თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს

ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა – საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.

პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.

საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს...

„ქართულ სასამართლო სისტემაში ევრობიუროკრატების უხეში ჩარევა, წინა პერიოდიდან გამოყოლილი, მათი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია - ამის მაგალითია ვეტინგის პროცესი და ახლაც მსგავსი...