29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

გია აბაშიძე-ფორმალური მოქმედი პრეზიდენტი თუ როგორი უსაქციელოა, კარგად ჩანს რადიკალებთან მისი რაღაც ‘ერთობის ფანჩატურის’ შექმნით

„ფორმალური მოქმედი პრეზიდენტი თუ როგორი უსაქციელოა, კარგად ჩანს რადიკალებთან მისი რაღაც ‘ერთობის ფანჩატურის’ შექმნით“-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, როგორი უპრინციპო და ამორალურნი არიან სააკაშვილი და მისი ანტურაჟი – ღია თანამშრომლობა მათთვის ერთ დროს რუსეთის ე.წ. აგენტ სალომე ზურაბიშვილთან.

„როგორი უპრინციპო და ამორალურნი არიან სააკაშვილი და მისი ანტურაჟი – ღია თანამშრომლობა მათთვის ერთ დროს რუსეთის ე.წ. აგენტ სალომე ზურაბიშვილთან. ფორმალური მოქმედი პრეზიდენტი თუ როგორი უსაქციელოა, კარგად ჩანს რადიკალებთან მისი რაღაც ‘ერთობის ფანჩატურის’ შექმნით. მარტივად – ‘სახლობანას’ ანუ ‘პოლიტიკობანას’ თამაშობენ ურეიტინგო, უსამშობლო ლუზერები“-წერს გია აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები