გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ტრანსგენდერებს, ინტერსექსუალებს და არაბინარულ ადამიანებს სახელისა და გენდერული იდენტობის შეცვლას უადვილებს

გერმანიის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ტრანსგენდერებს, ინტერსექსუალებს (ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე სექსუალური ორიენტაცია აქვთ) და არაბინარულ (რომლებსაც არ უნდათ იდენტიფიცირდნენ ქალად ან კაცად) ადამიანებს უადვილებს სახელისა და გენდერული იდენტობის შეცვლას.

როგორც Deutsche Welle იტყობინება, ამჟამად გენდერის შეცვლისთვის ორი ფსიქიატრის ექსპერტული შეფასება და სასამართლოს ნებართვაა საჭირო.

ახალი კანონის თანახმად, 14 წელს მიუღწეველი პირის შემთხვევაში, აპლიკაციის შევსებას მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენელი შეძლებს, ხოლო 14 წლის ასაკიდან მას კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა დასჭირდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლაშა გეგეჭკორი: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – ეს ნიშნავს, საქართველო მშვიდობის, ქვემოქმედებისა...

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ქვეყნის წარმოდგენა მშვიდობისა...