ამირან სალუქვაძე – პოლონეთის არჩევნებიდან 12 საათზე მეტი გავიდა და მხოლოდ ხმების 25%-ია დათვლილი, ჩვენთან ცესკომ რამდენიმე საათი დააგვიანა და შტურმით კინაღამ აიღეს

ექსპერტი ამირან სალუქვაძე პოლონეთში 15 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტის განცხადებით, არჩევნების დასრულებიდან 12 საათზე მეტი გავიდა, თუმცა, მხოლოდ ხმების 25%-ია დათვლილი, საქართველოში კი არჩევნების შედეგების რამდენიმე საათით დაგვიანებამ, ცესკო-ს შენობის შტურმით აღების მცდელობა გამოიწვია.

„ვიფიქრე პოლონეთის არჩევნებში უკვე დათვლილი ექნებოდათ ხმები, 12 საათზე მეტი გავიდა. თურმე სულ რაღაც 25% დაუთვლიათ.

ჩვენთან ცესკომ რამდენიმე საათი დააგვიანა და შტურმით კინაღამ აიღეს.

ველოდებით საბოლოო შედეგებს. ჯერ ორივე მხარე ზეიმობს.“ – წერს სალუქვაძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...