ავთო მეგრელიძე ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებაზე: „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივმა წარმომადგენელმა როდესაც დამინახა, გადავიდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ხელი დაარტყა ჩემს თანმხლებ პირს

ჩოხატაურში, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილის, “ქართული ოცნების” წევრის ავთო მეგრელიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს.

როგორც მეგრელიძემ აღნიშნა, მის თანმხლებ პირს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხელი დაარტყა, რაზეც პასუხი მიიღეს.

„ჩემს პირად საქმეზე მივდიოდი ჩემს მეგობრებთან ერთად, რა დროსაც ნაცმოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლები ბაზრობაზე არიგებდნენ რაღაც ფურცლებს. ერთ-ერთმა მათგანმა როდესაც დამინახა, ეგრევე გადავიდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მოაწყო პროვოკაცია და ხელი დაარტყა ჩემს თანმხლებ პირს. ცხადია, ამ პროვოკაციის ავტორებმა მიიღეს საკადრისი პასუხი. არავინ აპირებს ნაცმოძრაობას გინება და ცემა შეარჩინოს.” – განაცხადა ავთო მეგრელიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...